პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდის ჩაპEტჰიცა Iნვესტმენტ Fუნდ (ჩIF) წარმომადგენლებს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ვრცლად მიმოიხილა და მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა. აგრეთვე, გადაწყვეტილებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტული საინვესტიციო პროექტებიც განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩაპEტჰიცა Iნვესტმენტ Fუნდ-ი საქართველოში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. როგორც უცხოელმა სტუმრებმა განაცხადეს, საერთაშორისო ბიზნეს წრეებში იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც გამოწვეულია ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და მიმდინარე წარმატებული რეფორმებით.
შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
