გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
 გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
13:53 12.09.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ბრიჯიტ ბრინკს შორის შეხვედრა გაიმართა.


ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ქვეყანაში დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები იყო.

მხარეებმა ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერთად, საქართველოში აშშ-ს ელჩი, იან კელი ესწრებოდა.



ბეჭდვა