პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის
ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალურიაზიის რეგიონის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრას მართავს.
ფინანსთა სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, ესწრებიან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრისმოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელისაქართველოში ფრანსუა პეშო.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამის, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების,მათი განხორციელების პროცესისა და ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ მიმდინარეობს.
