ივანიშვილის თქმით, დევნილი მოსახლეობა ხელისუფლების მოწყალებაზე დამოკიდებული აღარ იქნება
ივანიშვილის თქმით, დევნილი მოსახლეობა ხელისუფლების მოწყალებაზე დამოკიდებული აღარ იქნება
19:32 01.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს მცხეთაში მიმდინარე აქციაზე, კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილ მოსახლეობას ღირსეულ ცხოვრებას დაპირდა და განაცხადა, რომ ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლების მოწყალებაზე დამოკიდებული.
„დღეს ჩვენ ოკუპირებული ტერიტორები გაგვაჩანია, დარწმუნებული ვარ დღეს ჩვენს შორის წეროვანის ახალი მოსახლეებიც არიან, რომლებიც ბედის უკუღმართობის გამო საკუთარი სოფლებიდან აიყარნენ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე მათ ყველა პირობას შეუქმნის, რომ წელში სწრაფად გაიმართონ.
„თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლების მოწყალებაზე დამოკიდებული. ღირსეული კუთხის ღირსეულ შვილები ღირსეულ ცხოვრებას შეძლებთ. მე ამის სიტყვას გაძლევთ. დაპირებებს ადვილად არ ვიძლევი, იმიტომ რომ ვიცი სიტყვის ფასი“ - განაცხადა ივანიშვილმა.


ბეჭდვა