ტექნოპარკში დღეს ქართულ-გერმანული სტარტაპ ფორუმი გაიმართება
ტექნოპარკში დღეს  ქართულ-გერმანული სტარტაპ ფორუმი გაიმართება
23:29 03.09.2017
ტექნოპარკში დღეს 09:00 საათზე ქართულ-გერმანული სტარტაპ ფორუმი გაიმართება.

ღონისძიება საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გერმანიის საელჩოს და პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმის მთავარი მიზანი ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა.

ბეჭდვა