სოფელ ომალოში, მაღალი სტანდარტების შესაბამისი, 24 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება.
პროექტი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ნაბადი“ ორსართულიანი სასტუმროს მშენებლობას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე გეგმავს, საიდანაც ტურისტებსა თუ ადგილობრივ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ თუშეთის ბუნება დაათვალიერონ.
24 ნომრიანი სასტუმროში, სადაც პირველ ეტაპზე 16 ადამიანი დასაქმდება, მაღალი დონის რესტორანიც განთავსდება.
ასევე, ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელი იქნება თუშეთის სხვადასხვა სოფლების და ღირსშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად ტურებისა და ლაშქრობების დაგეგმვა, რომლებიც დაკავშირებული იქნება თუშურ ყოფა-ცხოვრებასთან და ტრადიციებთან, მაგალითად, ლუდის მოხარშვა ტრადიციული წესით, ადგილობრივი კერძების მომზადება-დეგუსტაცია, ფოლკლორული საღამოები და სხვა.
ახალი სასტუმრო 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 550 000 ლარს შეადგენს.
