იტალიის ელჩი საქართველოში ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს
იტალიის ელჩი საქართველოში ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს
10:17 01.07.2012
იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავა დღეს, თავის რეზიდენციაში ღვინის ინდუსტრიის 15 იტალიელ წარმომადგენელს უმასპინძლებს.
დელეგაციაში ნატურალური ღვინის მწარმოებლებები, ღვინის იმპორტიორები და ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები შედიან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ქართველი მეღვინეები, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, აშშ-ს, თურქეთის ელჩები, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ბეჭდვა