რუბრიკა ''15 კითხვის'' სტუმარია "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მწერალი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:
- ბატონო ელიზბარ, რას საქმიანობთ ამჟამად და რომელ პოლიტიკურ გაერთიანებას უჭერთ მხარს?
- უპირველესად, მეცნიერი ვარ და ამჯერად ძალიან საინტერესო თემაზე - აღმოსავლური ესთეტიკის პრობლემებზე ვმუშაობ. პოლიტიკოსი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ქვეყნის ბედმა ამ ბრძოლაშიც ჩამაბა. უკვე 25 წელია ვიბრძვი. ჩემს დროს ყველაზე პოპულარული გაზეთი ''ლიტერატურული საქართველო'' იყო, რომლის რედაქტორი გახლდით. პირველად, ბრძოლა სწორედ ამ გაზეთის მეშვეობით დავიწყე. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ კომუნისტების პერიოდში მისმა ტირაჟმა 370 ათასს მიაღწია. ეს იყო პერიოდი როდესაც ქართველი ხალხი ეროვნულად აზროვნებდა, მათში ეროვნულმა სულმა გაიღვიძა. მე, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ვარ. მას შემდეგ, რაც გარე ძალებმა - რუსეთმა, ამერიკამ და მეხუთე კოლონამ ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, საქართველოს საქმე უკუღმა წავიდა. რამდენიმე გაზეთი გამოვეცი: ''კოლხური კოშკი'', ''სამრეკლო'', ''საქართველოს სამრეკლო'', ''ახალი ერა'', ''აისი''. გაზეთებს სულ მიხურავდნენ. მერე, იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა და გერმანიაში წავედი, მაგრამ ვერ გავძელი, ვთქვი, სადაც ქართველს შია და წყურია მეც იქ უნდა ვიყო-მეთქი და დავბრუნდი. არცერთ პარტიაში ვყოფილვარ. ადრე, კომუნისტების პარტიაში შემიყვანეს, ისიც ძალით. მერე, კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოებაში ვიყავი და დღესაც მისი წევრი ვარ. ასევე, ვარ ''სახალხო კრების'' საბჭოს წევრი. ეს ზეპარტიული ორგანიზაციაა. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გონიერი, პრინციპული, ზნეობრივი პოლიტიკოსია და უკან დამხევი არაა. თუ ვინმე სააკაშვილის რეჟიმს მართლა ებრძოდა, ეს ნინო ბურჯანაძე იყო. იგი, დღესაც, კოაბიტაციის და ''ნაციონალების'' წინააღმდეგ იბრძვის და აცხადებს, რომ ეს პარტია უნდა გასამართლდეს, რაც ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, მას მხარს ვუჭერ. იგი არა საკუთარი, არამედ ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძვის და ამიტომ ყოველთვის დავუჭერ მხარს.
- თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, ვინ მიგაჩნიათ გამარჯვების რეალურ კანდიდატად?
- ჯერჯერობით, ვფიქრობ, ''ქართული ოცნება'' გაიმარჯვებს, მაგრამ ''ნაციონალების'' ამოძრავება ძალიან საშიშად მეჩვენება. ოცნებას, ბევრი რამ ეშლება, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის ზეწოლის წყალობით, კოაბიტაციაზე თანხმობამ, საქართველო დაღუპა. ''ნაციონალები'' ბანდიტები, ყაჩაღები არიან, მათთან კოაბიტაცია არ შეიძლება. სააკაშვილი პირწავარდნილი სისხლისმსმელი, ჯალათი, დიქტატორია. მისი მთავარი ნაკლი ისაა, რომ იგი ბუნებით ანტიქართველია. იგი საკუთარ თავს ეროვნებაზე მაღლა აყენებს. ვინც ეროვნებაზე მაღლა დგას, იგი ცხოველია. დღეს, ''ქართული ოცნების'' იმიჯი და ავტორიტეტი ძალიან დაეცა. სხვათა შორის, არ აქვეყნებენ, მაგრამ რეიტინგმა 33%-ით იკლო, ხოლო ''ნაცებისამ'' 8%-ით მოიმატა. ეს კუდიგრძელია მელია საიდან მოვიდა, მას არაფერი გაუკეთებია და როგორ შეიძლება თბილისმა ხმა მისცეს. ჯერ ერთი, თბილისელობა, სხვა რამაა, ამათ ჰგონიათ, თბილისში დაბადება და გაზრდაა საკმარისი. თბილისში ცხოვრება ეს საზოგადოებრივი ინსტიტუტია, რომელსაც თავისი წესები, ტრადიციები აქვს. ნარმანია წესიერი კაცია, მაგრამ ''ნაცები'' გვიმტკიცებენ მერობას ვერ შეძლებსო. თუკი ''კმარას'' წიაღიდან გამოზრდილმა უგულავამ შეძლო, სხვამ რატომ ვერ უნდა შეძლოს? თურმე, უგულავას ის 50 მილიონი სახლში არ წაუღია.
ჩემთვის, მისაღები კანდიდატურაა დიმა ლორთქიფანიძე - უწესიერესი კაცი, 8 შვილის მამა, ახლა მეცხრე შვილს, ბიჭს ელოდება. იგი ნამდვილი ქართველია, ძალიან განათლებული, მორიდებული, ღირსეული. დღეს, პოლიტიკა ფულის შოვნის საუკეთესო გზა გახდა. ეს რომ დასრულდეს, მერად სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძისნაირი კაცია საჭირო, რომელიც საკუთარ თავზე კი არა, ქვეყანაზე იფიქრებს. ნინო ბურჯანაძეს ეს არჩევანი მოვუწონე. სამწუხაროდ, დღეს ჭკვიან კაცს არავინ უსმენს, ტელევიზიებით დღე და ღამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გვარიგებენ ჭკუას. ესენი ბრიყვები და დეგენერატები არიან. კლიმოვი ამბობს: ერისთვის დეგენერატი უფრო საშიშია, ვიდრე ატომური ბომბიო. ესენი პირწმინდა აგენტები არიან.
- 26 მაისის აქციაზე რამდენი იყო რეალური მსხვერპლი. თქვენ ადრე აცხადებდით, რომ დაიკარგა 30-დან 38-მდე ადამიანი, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. რა ინფორმაცია გაქვთ?
- კაცმა არ იცის ვინ სად წაიყვანეს, ოფიციალურად ოთხი მიცვალებული დაფიქსირდა, თუმცა, როგორც ამბობდნენ, გარდაცვლილები მტკვარმაც გამორიყა. ეს ის ხალხი იყო, ვისაც პატრონი არ ჰყავდა და ქვეყანაზე გული შესტკიოდა. ეს დარბევა, მიტინგის დაშლა არ იყო, არამედ ხალხის მიზანმიმართული ამოხოცვა. როცა ვუყურებ რა ხდებოდა უკრაინაში, როგორ ისროდნენ კოქტეილის ბოთლებს, წვავდნენ საბურავებს, როგორ გადაწვეს ავტობუსები, შერბოდნენ სახელმწიფო დაწესებულებებში, გუბერნატორი 20 გრადუს ყინვაში გამოიყვანეს და ცივი წყალი ასხეს და ამ ყველაფერს ამერიკა მიესალმა, თქვეს - ეს უკრაინელი ხალხის ნება-სურვილის გამოხატულება იყოო. და ეს მაშინ, როდესაც 26 მაისს ამერიკის ელჩმა სააკაშვილს მწვანე შუქი აუნთო.
- 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4,5 წელი მიესაჯა. ეს საკმარისია?
- ვანო მერაბიშვილს, ქართულ მიწაზე ფეხის დადგმის უფლება საერთოდ არ აქვს. იგი უნდა გაირიყოს, მოიკვეთოს, საერთოდ, ქვეყნიდან უნდა გავაძევოთ. არც სააკაშვილს აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება. თუმცა, საპირისპირო რამ ხდება, სანდრამ განაცხადა ქართველების რძალი ვარ და აქ უნდა ვიცხოვროო. ეს მხოლოდ სანდრას აზრი როდია. იგი ცერეუს აგენტია, გაცილებით მაღალი ჩინისა, ვიდრე სააკაშვილი. მას აქ ყოფნა დავალებული აქვს. დღეს, ბარამიძე, ბოკერია და სხვები ყელყელაობენ, რომელთაც თავიანთი ცოლებისთვის ვერ მოუვლიათ, ამის მოთმენა აღარ შემიძლია. უმთავრესი პრობლემა, რაც დღეს არსებობს, ერის გადარჩენაა. ენა, მამული, სარწმუნოება საფრთხეშია. მამული გავასხვისეთ, მიწები უცხოელებზე გავყიდეთ, ქართული ენა წავლბიწეთ, გავაუპატიურეთ. სარწმუნოებას უტევენ, ვერ მოუნელებიათ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ავტორიტეტი უწმინდესს აქვს.
- რაც შეეხება სააკაშვილს, რომელსაც თქვენ ''გამოყენებული პამპერსი'' უწოდეთ?
- სააკაშვილი, დღეს, ციხეში უნდა იჯდეს. მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, თავად განაცხადა აფრასიძეების ამოწყვეტის ბრძანება მე გავეციო. გარდა ამისა, გავიხსენოთ, როგორ მოკლეს შარაძე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, ამის პატიება როგორ შეიძლება. ციხეში გაუპატიურების კადრებზე აღარაფერს ვამბობ, თანაც ამ ყველაფერს იღებდნენ და მერე სააკაშვილი პირადად უყურებდა, ეს ხომ საშინელებაა. ასეთი ადამიანი შეიძლება გარეთ დადიოდეს?
- ჯერჯერობით, ციხეში მხოლოდ ახალაია და მერაბიშვილია. თქვენი აზრით, კიდევ ვინ უნდა შეემატოს ამ სიას?
- პირველყოვლისა ბოკერია, რომელიც მთავარი იდეოლოგია. გებელსი თავად კი არ ხვრეტდა ხალხს, არამედ მან იდეოლოგია შექმნა და ამიტომაც გაასამართლეს. ბოკერია ციხეში აუცილებლად უნდა ჩაჯდეს. ასევე ბენდუქიძე, რომელიც ადამიანი კი არა ცხოველია, გაჭირვებული ნათესავისთვის 10 ლარი არ მიუცია არასდროს, ღორია, მან მთელი საქართველო შეისყიდა. ჩემს მეგობარს ჩითახევი ჰქონდა, ოქრუაშვილმა, როცა გენერალური პროკურორი იყო დაიბარა და უთხრა: ჩითახევი უნდა გაყიდო თუ არადა შენს შვილებს ყველას დავიჭერთო. ბენდუქიძემ 2 მილიონად შეისყიდა. ჩემს მეგობარს ეს თანხა წაართვეს - ჯარს გადაურიცხეო და მშრალზე დატოვეს. თვითონ ბენდუქიძემ, ჩითახევი 14 მილიონად ვითომ ჩეხზე გაყიდა, სინამდვილეში, ვიღაც ქართველს აქვს, ესაა ამათი სულიერი თუ ფიზიკური პორტრეტი.
- ამ ფონზე როგორ შეაფასებთ სამართლიანობის აღდგენის პროცესს?
- პროცესი, ძალიან სუსტად მიმდინარეობს, არ ვიცი ეს არაპროფესიონალიზმის ბრალია თუ სხვა რამის. კბილაშვილი წესიერი კაცი იყო, მაგრამ ეტყობა ძალიან ამუხრუჭებდნენ. ერთხელ, ბატონმა ბიძინამ თქვა კიდეც, თქვენ არ იცით, როგორ მარწუხებში ვართ მოქცეულიო. დასავლეთი გამოკვეთილ დამნაშავეებზე გვეუბნება პოლიტიკური ნიშნით დევნითო. ასევე, აღშფოთდნენ, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა როგორ შეიძლებაო. მიხეილ სააკაშვილი კი არა დეგოლი დაკითხეს! ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? სტუდენტებმა დეგოლი გადააყენეს, მართლაც პატრიოტი და დიდი პოლიტიკოსი. ეს უწიგნური, გაუნათლებელი ასეთი ვინ არის, რომ დაკითხვა ვერ გაუბედონ? თვითონ ამბობს, დამკითხონ, მაგრამ ეს საქართველოს ბედზე ცუდად იმოქმედებსო. თურმე, საქართველოს ყოფნა-არყოფნა სააკაშვილზეა დამოკიდებული. ვინმემ უნდა აიღოს თავზე ხელი და სააკაშვილი გაასამართლოს, სხვაგვარად არ შეიძლება. დღეს იგივე სასამართლოა, იგივე მოსამართლეები. წულუკიანმა ვითომ რეფორმა ჩაატარა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. სასამართლო მთლიანად უნდა შეცვლილიყო.
- ადრე აცხადებდით, ''სახალხო კრებას'' 7 მანქანა წაგვართვეს და უკან არცერთი არ დაუბრუნებიათო. რა ვითარებაა ახლა?
- არაფერი დაბრუნებულა. მეტსაც გეტყვით, ხალხი მიდის და გასაყიდად გამოყვანილ მანქანებზე ამბობს, ჩემიაო, მაგრამ არ უბრუნებენ. ყაჩაღმა ''ნაციონალებმა'' წაართვეს, მაგრამ შენ რომ უყიდი იგივე მათი თანამოზიარე არ გამოდიხარ? ნოდარ მოდებაძეს ქარხანა ჩამოართვეს და არ უბრუნებენ. ასევე, თამაზ გელაშვილს, ჩითახევს არ უბრუნებენ, გადაიყიდაო. რისთვის არის სახელმწიფო თუ არ იცის ვისზე გადაიყიდა? ოცნებას თუ რაიმე გაამართლებს, ეს სამართლიანობის აღდგენა იქნება. დღეს საკვანძო თანამდებობაზე, ყველგან ნაცები არიან, თან გვეუბნებიან არ შეიძლება მათი გაყრაო. უნივერსიტეტიდან 3 ათასი პროფესორი რომ გააგდეს, ის შეიძლებოდა და ამათი გაყრა პრობლემაა?
- პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც სექსუალურ უმცირესობებს შეუძლიათ სკოლებში მოსწავლეებს ასწავლონ. როგორ უყურებთ ამას?
- ეს მეორე უბედურებაა, ასეთი რამ ხომ უკვე ვნახეთ, როგორ შეიძლება სკოლას ასეთი მასწავლებელი ჰყავდეს? თანასწორობა სხვა რამეა. პარაფირების ხელშეკრულების დოკუმენტს არ აქვეყნებენ, არადა იქ არის პუნქტები, რომლის მიხედვითაც თურმე, ოჯახში ბავშვი ისე უნდა აღვზარდო, რომ მისთვის ერთსქესიანი ქორწინება და პიდარსატობა ჩვეულებრივი ამბავი იყოს. ამას, შეგნებულად აკეთებენ, რათა ადამიანის მენტალიტეტი შეცვალონ. თუ დამისახელებთ ერთ პიდარასტს, რომელიც სამსახურის გარეშეა დარჩენილი? საჯარო ბიბლიოთეკაში ფალოსის ტორტი გააკეთეს და მერე ჩხუბი ატეხეს, არა მე მინდა ეს ნაჭერი და არა მეო. ამის ორგანიზატორი საბანიძე კი ივანიშვილს ''მოქალაქეში'' მეორე კაცად ჰყავდა, კიდევ კარგი გამოუშვეს.
- ადრე მითხარით, ქვეყნისთვის, ხალხისთვისაც და ივანიშვილისთვის სჯობს თუ საქართველოს პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე გახდებაო. ახლაც ასე ფიქრობთ?
- აუცილებლად. მარგველაშვილის პრეზიდენტობა, საქართველოში არ შეიძლება იმიტომ, რომ მან ''დრო მშვიდობისაში'' დაწერა წერილი, რომელშიც შემდეგს ამბობდა: ქართველი ერი ავადმყოფი ერია, ნახევრად დებილები, განუვითარებლები, შუა გზაში შეწყვეტილი და ისეთი ავადმყოფი, რომლის განკურნებაც არ შეიძლებაო. როგორ შეიძლება, ასეთი კაცი საქართველოს პრეზიდენტი გახადო? ივანიშვილის ნაკლი ისაა, რომ საზოგადოებას არ იცნობს. მარგველაშვილმა ისე დაახვია თავბრუ, რომ მე, ასე ერთი კაცი მეორეზე შეყვარებული არ მინახავს. როგორც `შემოულაწუნე~ ისე დაჰყავდა და ერს გვეუბნებოდა თუ ხმას არ მისცემთ საქართველოდან წავალო. მერე თქვა, ადამიანში ასე ჯერ არ შევმცდარვარო. მარგველაშვილი ''თავისუფლების ინსტიტუტში'' იყო რამიშვილთან და ბოკერიასთან ერთად. მერე ''ღია საზოგადოება - საქართველოში'' წიგნებს რედაქტირებას უკეთებდა. ეს კაცი ანტიქართველია, მას საქართველო არ უყვარს. ახლა ''ნაციონალების'' აქციაზე მივიდა. თან იძახის ხალხმა ამირჩიაო. რომ არა ივანიშვილი, მაგას ხმას ყოფილი ცოლებიც არ მისცემდნენ.
- ადრე თქვით, პლასტელინიდან ვაზელინამდე ერთი ნაბიჯიაო...
- ეს ნაბიჯი უკვე, დიდი ხანია გადადგმული აქვს. აქვე გეტყვით, რომ არც ''რესპუბლიკელების'' გვერდში დაყენება იყო სწორი. მათთვის მთავარია თვითონ იყვნენ კარგად. ქალბატონი თინა როცა თვრება, თავის ''მშვენიერ'' ბუნებას ავლენს. ღარიბაშვილი იმიტომ შემიყვარდა, რომ ხიდაშელი ზუსტად დაახასიათა. სჯობს ოჯახებს მიხედონ. თუ საქართველო ამათგან არ განიწმინდა, სულ ასეთ დღეში ვიქნებით. ესენი უნდა განიდევნონ.
- ივანიშვილი ''რესპუბლიკელების'' ალყიდან უნდა ვიხსნათო, ამასაც ამბობდით...
- დიახ, ''რესპუბლიკელებმა'' ივანიშვილს რკალი შემოავლეს და მასთან ნორმალურ ადამიანს არ უშვებენ. ბოლოს ივანიშვილიც მიხვდა ისინი რას წარმოადგენენ და წერილის გამოქვეყნებაც უნდოდა, მაგრამ არ გამოაქვეყნებინეს. ესენი ქვეყნის მოღალატეები არიან. თავის თავზე ფიქრობენ, ვითომ დიდი მსოფლიო მერცხლები არიან, მსოფლიო კოსმიურ ცაში დაფრინავენ. სინამდვილეში კი ღამურები არიან, ქართველობა რომ დაიწუნეს და ტყუილად ჰგონიათ, რომ მსოფლიო მოქალაქეები გახდებიან. ისინი უსამშობლო ხალხი არიან. მათი წრიპინი აღარ შეიძლება, უნდა დავადუმოთ.
- თქვენი აზრით, ვინ არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დადებითი და უარყოფითი პიროვნება?
- ეს ძნელი კითხვა არაა. ჩემთვის ყველაზე დადებითი პიროვნება ზვიად გამსახურდიაა, ყველაზე უარყოფითი კი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ერს ღირსება ჩაუკლა, ყველაფერი ქართული მოსპო. საერთოდ თუ გაგიგიათ ამ ბოლო დროს პარლამენტში ვინმეს სამშობლო ეხსენებინოს?! ეს რა ხდება? თურმე მე ვარ მარგინალი და ჩამორჩენილი იმიტომ, რომ სამშობლო მიყვარს.
- ვინ არიან თქვენი მეგობრები?
- მეგობრების ფართო წრე მყავს, ყველა განსხვავებულია, ზოგი ცეკას მდივანი იყო, ზოგი მინისტრი, ზოგიც მეცნიერი. მაგალითად, ბატონი გოგი ჩიქოვანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა, იგი მისაბაძი ადამიანია. ზოგი უცხოეთშია, ზოგიც ცოცხალი აღარაა. მუხრანს აქვს ასეთი შინაარსის ლექსი - როცა ამ ქვეყნიდან წავალ, ვიღაც იტყვის მოკვდა ეგ ჩათლახიო, იქ კი ასე დამხვდებიან, ააა, მუხრან მოხვედიო. მთელი ნამდვილი საქართველო კარგი ბიჭები, ყველა იქაა. ვინც შემოვრჩით, მათი სიხარულით ვხარობ. ვამაყობ, რომ მეგობრობის გრძნობა ქართულია. ტარიელისა და ავთანდილის მეგობრობა, ეს ქართული ხასიათია, რაც, პირველ რიგში, გულთანაა დაკავშირებული.
- თქვენ და მანდილოსნები....
- რა გითხრა, რით გაგახარო. რა თქმა უნდა, თუ კაცი ხარ, სილამაზეც გიყვარს. სილამაზე სულიდან მოდის. გული სარკეა და ნამდვილ სილამაზეს ხედავს, სადაც მშვენიერება ირეკლება. ამიტომ, ვისაც ლამაზი ქალი არ უყვარს, ის ნორმალური კაცი არაა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თვალი და გული არ ხუცდება. ამიტომ, ლამაზ, გონიერ, მშვენიერ ქალბატონებს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ.
- როგორი ხართ სუფრაზე, მსმენია, რომ ძალიან კარგი თამადა ხართ?
- თამადობა არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ხშირად მიწევს. ერთხელ პატრიარქთან ვიყავი, მას დიდი იუმორის გრძნობა აქვს, მითხრა, გავიგე ხშირად ხარ თამადაო, არც უმაგისობაა-მეთქი, ვუპასუხე. მთხოვა, სუფრა ისე არ დაამთავრო, რომ საღვთისმშობლო არ დალიოო. ასეც ვიქცევი. ცუდი თამადა ნამდვილად არ ვარ იმიტომ, რომ ახალგაზრდობაში ლექსები მიყვარდა, ენაც მიჭრიდა, ახლა ცოტა დავიღალე. ამავე დროს მიყვარს სიმღერა, მყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან კარგად მღერიან. როდესაც ნადიმს ვმართავ, იქ მთელი აკადემიაა წარმოდგენილი, სიმღერაც, ლექსიც და ა.შ.
- ბოლოს, როგორ შეაფასებთ ჩვენს რუბრიკას?
- ძალიან საინტერესო რუბრიკაა. ადამიანს საშუალება უნდა მისცე საკუთარი აზრი გამოთქვას, ზოგს ჭკვიანურს იტყვის, ზოგს სულელურს, მაგრამ ცხოვრება ხომ აზრის კამათია. პლატონის დიალოგებიც ხომ სხვა არაფერია. ესაა სიბრძნის საწყისი, ჭეშმარიტება კამათში იბადება. ამიტომ, ასეთი კითხვები როგორიც თქვენ დამისვით, განსაკუთრებით მომაკვდინებელი იყო კითხვა ქალებთან ურთიერთობაზე (იცინის), ძალიან საინტეესოა. ოღონდ, ქალებზე, ლგბტ-ს წარმომადგენლებს ნურაფერს ჰკითხავ.
ესაუბრა თათული ლორთქიფანიძე
